რეგიონული უსაფრთხოების წვრთნები “მებრძოლი სული 2016” დასრულდა (9 სექტემბერი)

A Commander of a light infantry Tank during the exercise.

რეგიონული უსაფრთხოების წვრთნები “მებრძოლი სული 2016” დასრულდა (9 სექტემბერი)

აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ნატოს მეკავშირეებსა და  ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან ერთად საქართველოში უსაფრთხოების წვრთნები დაასრულეს.საქართველოს, უკრაინის, ლატვიის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო ძალებმა ახალციხეში ევროპის აღმოსავლეთ ფრთის  კოლექტიური დაცვის დემონსტრირება მოახდინეს.

„ეს წვრთნები იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფებმა გაიარონ საერთო საჯარისო ოპერაციების წვრთნები მრავალეროვან გარემოში.“ -განაცხადა საქართველოს  წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, მალხაზ მაკარაძემ.

ქართული ტანკები  და საზღვაო ქვეითების ჯავშანტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან თავდაცვით შესაძლებლობებს, ატარებდნენ რამდენიმე გაერთიანებულ საცეცხლო მომზადებისწვრთნებს.
ასევე, TOW-ის სარაკეტო სისტემის გამოყენებით, სხვა შეიარაღებასთან ერთად, დემონსტრირენულ იქნა ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობები.ყოველწლიური სამხედრო წვრთნები “მებრძოლი სული 2016” რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით აუმჯობესებს მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
რეგიონული უსაფრთხოების წვრთნები “მებრძოლი სული 2016” დასრულდა