ელჩი დეგნანი საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელობაზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდ პანდემიის გამო” – განუცხადა ელჩმა დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს წინასაარჩევო გარემოს შესახებ მოხსენებისას.

„გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ” – განაცხადა ელჩმა.

ელჩი დეგნანი შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც USAID-ის მეშვეობით აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში ლეგიტიმური და სანდო საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფას. ელჩმა დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ჟურნალისტებისადმი
მოპყრობას ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.