ელჩი დეგნანი დაესწრო ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (28 ივლისი)

მარც-მარჯ: ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე, ელჩი დეგნანი. ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა,  ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა ჰეპატიტის მსოფლიო დღე. ვირუსული ჰეპატიტი რჩება დიდ გლობალურ გამოწვევად, რომელსაც ხშირად „ჩუმ ეპიდემიასაც“ უწოდებენ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით, წინა ხაზზე იბრძვის ჰეპატიტის ეპიდემიის წინააღმდეგ.

ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობას საქართველოსა და კავკასიაში.