ელჩი დეგნანი ულოცავს რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს (17 ივლისი)

ელჩი დეგნანი ულოცავს რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს (17 ივლისი)

 

დღეს ელჩი დეგნანი სიტყვით გამოვიდა რონდელის ფონდის ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის გამოსაშვები ცერემონიის გახსნაზე. ელჩ დეგნანს პატივი ჰქონდა, პირადად მიელოცა ამ აღიარებული პროგრამის კურსდამთავრებულთათვის.

ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოში საჯარო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების უნარებისა და შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად. ამ პროგრამით საშუალო რგოლის მთავრობის მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები სწავლობენ ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე კონცეფციებს, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებს.

ამერიკის საელჩო რონდელის ფონდის აქტიური პარტნიორია 2001 წლიდან. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ ამ პროგრამის წარმატებას და მისი კურსდამთავრებულების როლს ქვეყანაში დემოკრატიის, პრესის თავისუფლების და  ეკონომიკური რეფორმების წინსვლის პროცესში.

ელჩ კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან რონდელის ცენტრის ღონისძიებაზე 

ეს არის ძალიან ინტენსიური პროგრამა და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მივულოცო მონაწილეებს ამ ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის დასრულება, რომელსაც რონდელის ფონდი ახორციელებს. ეს პროგრამა განკუთვნილია საქართველოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც კარიერული განვითარების შუა ეტაპზე იმყოფებიან. სასწავლო კურსი მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ეკონომიკისა და საჯარო პოლიტიკის თანამედროვე კონცეფციებს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს პროგრამა იმითიცაა მნიშვნელოვანი , რომ იგი ხელს უწყობს უწყებათა შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის განვითარებას და აგრეთვე არის პლატფორმა მოსაზრებების, იდეების გაზიარებისთვის , რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკის შემუშავებისთვის. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ამ პროგრამას და ვფიქრობთ რომ იგი ნამდვილად ამდიდრებს ამ პროფესიონალთა წვლილს /ამ პროცესში/. ეს ძალიან წარმატებული პროგრამაა და კიდევ ერთხელ ვულოცავთ კურსდამთავრებულებს! გილოცავთ