ელჩი დეგნანი მასპინძლობს ვირტუალურ შეხვედრას აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებთან (17 ივნისი)

ელჩი დეგნანი მასპინძლობს ვირტუალურ შეხვედრას აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებთან (17 ივნისი)

 

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა უმასპინძლა ვირტუალურ შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის ბორდთან (EPAG). ელჩმა შეაქო ასოციაციის წევრები მათი აქტიური მუშაობისთვის, განსაკუთრებით COVID19 პანდემიის პერიოდში, როდესაც ასოციაცია მართვდა ყოველკვირეულ საუბრებს, რომლებიც ღია იყო ასოციაციის ყველა წევრისთვის. შეხვედრების დროს ეკონომიკის, სამართლის, განათლებისა და მედიის წარმომადგენლები ატარებდნენ ბრიფინგებს იმაზე, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ მათი საქმიანობის სფეროებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებით საქართველოში. ისინი აქტიურად მუშაობენ როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სფეროებში. 5000-ზე მეტი კურსდამთავრებული წარმოადგენს მოტივირებულ საზოგადოებას, რომელიც მზად არის მოახმაროს ქართულ საზოგადოებას ამერიკის გაცვლით პროგრამებში შეძენილი უნარები და ღირებულებები.