ელჩი დეგნანის პირველი ვიზიტი ოძისის მახლობლად, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან (30 აპრილი)

Ambassador Degnan Makes First Visit to Administrative Boundary Line, Near Odzisi. Photo: State Dept

ელჩი დეგნანის პირველი ვიზიტი ოძისის მახლობლად, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან (30 აპრილი)

ელჩი დეგნანი პირველად ეწვია ოძისის მახლობლად არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს. ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას ელჩმა დაგმო ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები, „განსაკუთრებით COVID-თან ბრძოლისას, როდესაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ სიცოცხლის გადასარჩენად”. ელჩმა შეშფოთება გამოთქვა პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამო, განსაკუთრებით, ლუგარის ცენტრისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სიცოცხლის გადამრჩენელი მუშაობის შესახებ. ელჩმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან მოითხოვა, რომ რუსეთმა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები და შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები.