ელჩმა კელი დეგნანმა სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავი აღნიშნა




ამ სევდიან დღეს 27 წლის წინ, სოხუმი დაეცა. ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა, ასობით ათასი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ეს არის მწუხარების, ხსოვნისა და იმედის დღე საქართველოში. ამ ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო ხსოვნის პატივსაცემად, ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მოედანი. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომასა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.