ელჩი დეგნანი იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
ელჩი დეგნანი იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა
იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი და ეფექტიანი იურიდიული დახმარება, შეერთებული შტატების საელჩო მრავალი წელია მხარს უჭერს სამსახურის განვითარებასა და გაძლიერებას. დღეს ელჩი დეგნანი აჭარაში იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ერთობლივი პროგრამების წარმატებასა და სამომავლო გეგმების განსახილველად შეხვდა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო მტკიცე და ინტეგრირებული საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული.