ელჩი დეგნანი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა

ვინაიდან ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო ყველა ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტია, აშშ-ის საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმის გასაგრძელებლად.

დღეს ელჩი დეგნანი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდა. USAID-ის პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეფორმის მხარდაჭერაში. იმისათვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მართლმსაჯულება თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი, მეტი საქმეა გასაკეთებელი.

ამერიკის მთავრობა ამაყობს, რომ რეფორმის პროცესის გასაგრძელებლად ამ და ბევრ სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. „ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო პარლამენტს, რომ სასამართლო რეფორმა ადრეულ პრიორიტეტად დასახონ და გააგრძელონ საქართველოს მიერ დღემდე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები”, თქვა ელჩმა დეგნანმა.