აშშ-ის ელჩი დეგნანი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა (23 თებერვალი)

Ambassador Kelly Degnan (right) with NDI President Derek Mitchell. Photo: State Dept
აშშ-ის ელჩი დეგნანი (მარჯვნივ) ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის ელჩი დეგნანი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა (23 თებერვალი)

 

დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიმდინარე პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს შეხვდა. NDI, როგორც მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რიგ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტები მხარდასაჭერად. საქართველოში აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს.