Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ახალ პრეზიდენტ სარა უილიამსონს შეხვდა
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 3, 2020

დღეს ელჩი დეგნანი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ახალ პრეზიდენტ სარა უილიამსონს შეხვდა. აშშ-ის საელჩო ძალიან აფასებს ამერიკის სავაჭრო პალატასთან ურთიერთობას და ულოცავს დირექტორთა ახალ საბჭოს.

ამასთან, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყოფილ პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სასამართლო, საარჩევნო და ეკონომიკურ რეფორმებზე ღია დიალოგის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.

2021 წლის დასაწყისში მოუთმენლად ველით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას ახალ გუნდთან ერთად.