ელჩმა დეგნანმა ხულოში ახალი ამერიკული თარო გახსნა







აშშ-საქართველოს ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად ელჩი დეგნანი აჭარას სტუმრობს. დღეს მან დაათვალიერა ხულოს მუნიციპალიტეტი და გახსნა ახალი ამერიკული თარო, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს, გაიგოს მეტი შეერთებული შტატების შესახებ, გაიაროს ინგლისური ენის პრაქტიკა და შეხვდეს ჩვენი გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს. ასევე, ელჩი ქობულეთთან ახლომდებარე კვირიკეს მეჩეთში მივიდა, სადაც რელიგიის თავისუფლებასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ისაუბრა.