Flag

An official website of the United States government

ელჩმა დეგნანმა წალენჯიხის ამერიკული თარო გახსნა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
მაისი 18, 2023

ელჩმა დეგნანმა წალენჯიხის ამერიკული თარო გახსნა

ელჩი დეგნანი წალენჯიხის ამერიკული თაროს ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომელიც სიახლეს წარმოადგენს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან (ABL) მდებარე თემებისთვის. ამერიკული თარო მიზნად ისახავს, გააფართოვოს რეგიონული ცოდნა აშშ-ის კულტურისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. გახსნის ცერემონიის შემდეგ ელჩი დეგნანი ACCESS-ის სტუდენტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს აშშ-ის საელჩოსთან არსებული კავშირების გასაძლიერებლად შეხვდა. წალენჯიხის ამერიკული თარო უერთდება შვიდი ამერიკული თაროს არსებულ ქსელს და, მთლიანობაში, 19 ამერიკულ სივრცეს, მათ შორის ოზურგეთს, ყვარელს, ხულოს, გორს, ამბროლაურს, ოძისსა და ახალქალაქის.