ელჩმა დეგნანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში მე-18 მაკდონალდსის რესტორანს გახსნაში

ელჩმა დეგნანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში მე-18 მაკდონალდსის რესტორანს გახსნაში

 

დღეს, ელჩმა დეგნანმა მაკდონალდსის მე-18 რესტორნის გახსნით შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები აღნიშნა. ელჩი მოხარულია, რომ ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რითიც აღინიშნა ლეგენდარული ამერიკული ბრენდის გაფართოება. კვების ობიექტის გახსნა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს ქართველებისთვის. არა მხოლოდ 75 სამუშაო ადგილს ამ ადგილზე, არამედ რესტორნის ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალის მომმარაგებელთა პოზიციებსაც. აშშ-ის საელჩო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობს მაკდონალდსთან, საქართველოში ბოსტნეულის და კულინარიული მცენარეების მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სერთიფიკატების მოპოვების თანადაფინანსებაში, რომ მათ, საბოლოოდ, შეძლონ მაკდონალდსის კვების ობიექტების მომარაგება საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. ამ პარტნიორობის საშუალებით ქართველი ფერმერები მოამარაგებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს.

ჩვენ ვულოცავთ მაკდონალდსს საქართველოში წარმატებით გაფართოებას და გამოვხატავთ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციებისადმი.

ელჩი კელი დეგნანის მედია კომენტარი მაკდონალდსის გახსნაზე (17 აგვისტო)

შეკითხვა ღონისძიებისა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ

ელჩი კელი დეგნანი: ვფიქრობ, დღევანდელი დღე ეკონომიკური გაჯანსაღების კარგი მაგალითია. მაკდონალდსის არა მხოლოდ ერთი არამედ ორი ფრანჩიზა იხსნება საქართველოში, წელს და შარშან 26 მილიონი ლარის გაფართოებით, ინვესტიციით. ეს ამერიკული საწარმოებისა და სტანდარტის, ქართული ბიზნესის, და რასაკვირველია ქართული ინგრედიენტების წარმოების პარტნიორობის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ იქმნება სამუშაო ადგილები არა მხოლოდ ამ რესტორანში, არამედ მთლიანად მაკდონალდსის მომარაგების ქსელში. სალათის ფურცლის, პამიდვრისა თუ კარტოფილის მომყვანი ფერმერები მიიღებენ საერთაშირისო ხარისხის სერთიფიკატს და შეძლებენ მაკდონალდსის რესტორნებს მიაწოდონ საკვები და შესაფუთი მასალა საქართველოში და მთლიანად რეგიონში, ეს ნამდვილად წარმატების მაგალითია.

შეკითხვა ბელარუსში მმდინარე მოვლენებზე, საქართველოს მთავრობის შესაძლო სპეციალურ რეისზე ბელარუსში

ელჩი კელი დეგნანი: ვფიქრობ მინისტრმა თურნავამ უპასუხა ამ შეკითხვას. მე არ მაქვს ინფორმაცია. მაგრამ ეს შეკითხვა მნიშვნელოვანია ბელარუსში მოვლენებთან დაკავშირებით.
აშშ-ს არ მიაჩნია, რომ ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ბელარუს ხალხს მისცეს მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის საშუალება დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. აშშ მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს და საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ამომრჩეველთა მიმართ პატივისცემით მოპყრობას, ისე როგორც ისინი იმსახურებენ.

შეკითხვა სთივენ ბიგანის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნახსენებია არჩევნების მნიშვნელობა, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის აუციელებლობა. რატომ ისმის მსგასი კითხვები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობა?

ელჩი კელი დეგნანი: ეს არჩევნები მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ყველას აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება აირჩიონ მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც საქართველოს მრავალფეროვან ხმებსა და ინტერესებს ასახავს. მაჟორიტარული ადგილების კანდიდატები ცნობილია მოსახლეობისთვის. ვიმედოვნებ ხალხი აგრევე ყურადღებას მიაქცევს პროპორციულ სიებს. წელს ეს სიები უფრო მნიშველოვანია ვიდრე უწინ ,რადგან უფრო მეტიცაა. ეს წინგადადგმული ნაბიჯია 2024 წლის სრულად პროპორციული არჩევნებისკენ. ასე, რომ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მდივნის მოადგილის კომენტარი ასახავს არჩევნების მიმართ ინტერესისა და მზრუნველობის მაღალ ხარისხს ამერიკაში, ევროპასა და აქ საქართველოში .