ელჩი დეგნანი მიქელაძის ინსტიტუტის ახალგაზრდა დიპლომატებს ესაუბრა (24 ივლისი)

დღეს ელჩი კელი დეგნანი ესაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ახალ და მოქმედ დიპლომატებს. ელჩმა ისაუბრა დიპლომატიაში არსებულ ახალ რეალობებზე და მონაწილეებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები დიპლომატიის როლზე საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაში.

ვირტუალური შეხვედრის დროს ელჩმა მონაწილეებს მოუთხრო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ისტორიაზე, ასევე, ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევაზე, უზრუნველყოს უცხოეთში მყოფი ამერიკელი მოქალაქეების მომსახურება ყოველდღიურად და საგანგებო სიტუაციების დროს.

მან ბევრი ილაპარაკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ.

აუდიტორიის კითხვებზე პასუხის გაცემამდე ელჩმა მოუწოდა ახალგაზრდა დიპლომატებს, არასოდეს შეწყვიტონ სწავლა და მუშაობა უკეთესი მომავლისათვის.