ელჩი დეგნანი მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა






ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ოფისი აჭარაში მხარს უჭერდა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მასწავლებლები, მშობლები და პოლიციის ოფიცრები ერთად მუშაობენ, რათა საკუთარი საზოგადოება უფრო უსაფრთხო გახადონ. მუხაესტატეში გამოიკვეთა უსაფრთხო შეხვედრების სივრცის ნაკლებობა მოსწავლეებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის, ამ სივრცის შექმნა ერთობლივი მუშაობით მოხერხდა. აშშ-ის მთვრობის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს, პოლიციის ოფიცრებსა და მასწავლებლებს შორის სხვადასხვა თემაზე საუბრებს, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე, ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, კიბერდანაშაულზე, ადამიანებით ვაჭრობასა და ჩაგვრაზე. ელჩი დეგნანი მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და განსაკუთრებით აღნიშნა თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ გაწეული შესანიშნავი საქმიანობა ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
მადლობას ვუხდით PH International (Project Harmony)-ს პროექტის განხორციელებისთვის.