Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს ეწვია
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
მაისი 5, 2022

მშვიდობის კორპუსის მოხალისეების საქმიანობა ხანგრძლივად ტოვებს კვალს იმ ადგილებში, სადაც ისინი მსახურობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, რომელიც ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა თამარ ღლონტმა, საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ერაძემ და ოზურგეთში მშვიდობის კორპუსის ყოფილმა მოხალისემ დააფუძნეს, ამის თვალსაჩინო მაგალითია. დაარსების დღიდან ეს ორგანიზაცია რეგიონში 12 000-მდე ადამიანს მოემსახურა, განახორციელა პროგრამები, რომლის დახმარებითაც შეიქმნა ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, კომპიუტერული რესურს ცენტრი ახალგაზრდებისთვის და განხორციელდა მრავალი საზოგადოებრივი პროექტი. ამჟამად ორგანიზაცია აგრძელებს მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობას ვირტუალური მოხალისის ჩართულობით. გურიაში ოფიციალური ვიზიტისას ელჩი დეგნანი ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს მიმდინარე და მომავალი პროექტების გასაცნობად ესტუმრა.