ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია

Ambassador Degnan visited two polling sites in Marneuli. Photo: State Dept

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შრომისმოყვარე თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია. “ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვის მიანდობს ქვეყნის მართვას. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და არა შედეგზე. “სამართლიანი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ხმა უდრის ერთ ამომრჩეველს და არა საარჩევნო ყუთში ჩაყრილ ბიულეტენებს, ხმის მრავალჯერ მიცემას, ან კიდევ გამარჯვების მისაღწევად გაყალბების სხვა მეთოდების გამოყენებას. სამართლიან არჩევნებში არ უნდა ქონდეს ადგილი დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ან ამომრჩევლის დაძალებას ფოტო გადაუღოს თავის ბიულეტენს. საბოლოოდ, საქართველოში არჩევნების წარმატებულად ჩატარება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ხმა არჩევნებში ხმის მიცემის გზით დაფიქსირდეს. ასე რომ, გაიკეთეთ პირბადეები, დაიცავით დისტანცია და წადით არჩევნებზე ხმის მისაცემად.