შეერთებულმა შტატებმა მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისთვის. ამით, ასევე, ვეხმარებით ბიზნესებს გაფართოებასა და მთავარ სეგმენტებში სამუშაო ძალის განვითარებას. დღეს ელჩი დეგნანი ეწვია საელჩოს ერთ-ერთ პარტნიორ ცენტ „ჰორიზონტს”, რომელიც ერთადერთი პროფესიული კოლეჯია გურიის რაიონში. განათლების სფეროში ტექნიკურ ძალისხმევასთან ერთად, ინგლისური ენის პროგრამის გაძლიერებისთვის და ინგლისური ენის ბიბლიოთეკის შესაქმნელად „ჰორიზონტმა” მჭიდროდ ითანამშრომლა მშვიდობის კორპუსთან. USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის ფარგლებში კი, „ჰორიზონტს” გადაეცა საკერავი დანადგარები, საგანმანათლებლო აღჭურვილობა და ჩაუტარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის.
