ელჩი დეგნანი ფოთში გადატვირთვის პუნქტის მშენებლობას ეწვია

სამხედრო თანამშრომლობა, წვრთნები და ერთად მსახური – ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომელსაც ვაგრძელებთ მშვიდობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობით. ჩვენ ამაყად ვდგავართ მხარდამხარ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ფოთში გადატვირთვის სარკინიგზო პუნქტის მშენებლობა საკვანძო პროექტია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში. ელჩი სამხედრო-საზღვაო ძალების 133-ე სამშენებლო ბატალიონს შეხვდა, რომ პირადად გაეგო, როგორ დაეხმარება გადატვირთვის პუნქტი საქართველოს შესაძლებლობას უმასპინძლოს მასშტაბურ წვრთნებს და გადაიტანოს საჭირო აღჭურვილობა.