Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანი ბათუმის პროკურატურასa და პოლიციის დეპარტამენტს ეწვია
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
აგვისტო 20, 2023

ელჩი დეგნანი ბათუმის პროკურატურასa და პოლიციის დეპარტამენტს ეწვია

აშშ-საქართველოს პარტნიორობას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. საქართველოს პოლიციასთან და პროკურატურასთან ერთად ვახორციელებთ ათეულობით პროგრამას, რომელიც ქართველ სამართალდამცავ პროფესიონალებს საჭირო უნარებით აღჭურავს. ეს თანამშრომლობა გრძელდება საგანმანათლებლო პროგრამების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და აღჭურვილობის გადაცემით.

აჭარაში ვიზიტის დროს ელჩი დეგნანი ეწვია ბათუმის პროკურატურასa და ბათუმის პოლიციის დეპარტამენტს, ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას და საელჩოს მზადყოფნას, გააგრძელოს ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის ტრადიცია.