ელჩი კელი დეგნანი სოფელ ენისელში ფერმას ესტუმრა

ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს ნერგავენ საკუთარ ფერმებზე, რათა წარმოებული პროდუქტი უფრო უსაფრთხო, ჯანსაღი და მომგებიანი გახადონ.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საგრანტო დახმარებით მერი ბაჩაკაშვილმა გააუმჯობესა სარძეო მეურნეობა და საქონლის საკვების წარმოება. ელჩი კელი დეგნანი სოფელ ენისელში მის ფერმას ესტუმრა, რათა პირადად ენახა USDA-ის საკვები პროგრესისთვის პროგრამის გავლენა, რომელიც მხარს უჭერს მაღალი ხარისხის რძის პროდუქციის წარმოებასა და მომხმარებლებისთვის სურსათის უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებას. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი უფრო თანამედროვე ხდება.