ელჩი დეგნანი შეხვდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თელავში, რათა განეხილათ, თუ რა კეთდება იმისათვის, რომ კახეთში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ვიზიტი არის ამერიკის საელჩოს უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ხელი შეუწყოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ელჩმა მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს მათი მზადყოფნისათვის, დაეხმარონ ამომრჩევლებს და უზრუნველყონ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის დროს ხალხმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის ფონზე. ამომრჩეველი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ოფიციალური პირები პარტიულად მიუმხრობლები იქნებიან და უზრუნველყოფენ, რომ მათი ხმები დათვლას ჩარევის გარეშე და ითვლება”- თქვა ელჩმა დეგნანმა. “ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალური და საოლქო კომისიების არჩევნებისათვის მომზადებამ და ველოდები, 31 ოქტომბერს პირადად დავაკვირდე, როგორ მუშაობს დემოკრატია საქართველოში. ელჩმა დეგნანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სრულიად დაუშვებელია ძალადობა და ამომრჩევლის დაშინება, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოს ძალისხმევას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.


