Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი დეგნანი კახეთს ესტუმრა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 3, 2020

ამ კვირას ელჩი დეგნანი კახეთს კიდევ ერთხელ ესტუმრა. მან მოინახულა ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი, რათა პირადად გაცნობოდა აშშ-ის მთავრობის ინვესტიციებს, რომელიც ეხმარება ფერმერებს და მცირე ბიზნესებს გაფართოებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს ყველა რეგიონში ეკონომიკის გაძლიერებაში.

ახმეტაში რატი როსტომაშვილმა ელჩს რძის საოჯახო ფერმა პირადად დაათვალიერებინა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „Food for Progress” პროგრამის ფარგლებში „Land O’Lakes”-ი ამერიკული ხორბლის საქართველოში გაყიდვის მოგებით დაეხმარა ბატონ რატის, ეყიდა ქართველი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შესაქმნელად საჭირო ახალი აღჭურვილობა. ელჩმა ასევე გასინჯა უგემრიელესი ყველის სახეობები, რომელსაც ბატონი რატის მეუღლე და ქალიშვილები ოჯახის ფერმის ახალი რძისგან ამზადებენ.

თელავთან ახლოს მეღვინეებმა ვახო იდოიძემ და ნინო ნინუამ ელჩს დაათვალიერებინეს USAID-ის ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა Zrda-ს დახმარებით გაფართოებული გასტროტურიზმის ბიზნესი, რომლითაც კოვიდის პანდემიის დროს მეტ ადგილობრივ მომხმარებელზე გავიდნენ. ელჩმა ვენახში ქისის ყურძენი დაკრიფა და ქვევრში ახლადდაწურული ყურძნის მორევაშიც დაეხმარა მასპინძლებს.

ყვარელში, აგროსთორის სოფლის მეურნეობის კოოპერატივში, ელჩმა დეგნანმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად 300 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ხილის შემნახველი მეურნეობის გახსნა იზეიმა. ეს შემნახველი მეურნეობა დაეხმარება ადგილობრივ ფერმერებს შეუნარჩუნონ მაღალი ხარისხი თავის კენკრას, კარალიოკს, ვაშლსა და სხვა ხილს, რათა მოსავლის აღებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც შეინარჩუნონ საბაზრო ღირებულება. კოოპერატივის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ერთად, მეურნეობას შეუძლია მოემსახუროს კიდევ 30 ადგილობრივ ფერმერს.

ლაგოდეხში ელჩმა დეგნანმა USAID-ის მხარდაჭერილი თხილის გარჩევის, გაშრობისა და შენახვის მეექვსე საწარმო გახსნა. ეს საწარმო 200-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვინაიდან აქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად გადაამუშაოს დაახლოებით 1000 ტონა თხილი.

USAID-ის მხარდაჭერილი ორივე პროექტი ამ სააგენტოს სოფლის მეურნეობის დახმარების ნაწილია, რომლის მიზანიცაა პროდუქტის მაღალ ფასად გაყიდვაში ფერმერთა დახმარება, რაც მათი სეზონის გახანგრძლივებით და მოსავლის შემდეგი მართვით მიიღწევა. ფერმერებს ეძლევათ საშუალება გავიდნენ სარფიან ბაზარზე, მათ შორის ევროკავშირში.