Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
აგვისტო 14, 2020

ელჩი კელი დეგნანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

 

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თითის ანაბეჭდის, სახის ამოცნობის, დოკუმენტაციების/ხელნაწერის ექსპერტიზის საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მოპოვება მიულოცა. აშშ-ის საელჩო, თითქმის, ორი ათწლეულია, მხარს უჭერს საქართველოში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის განვითარებას. ამერიკის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო უკვე 11 წელია მხარს უჭერს საქართველოს შსს-ს საჭიროებების შეფასებით, ტრენინგით და საჭირო აღჭურვილობის მიწოდებით. ჩვენ მივესალმებით შსს-ს აშკარა პროგრესს ამ კუთხით, რაზეც დღევანდელი მოვლენები მეტყველებს და ვაპირებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ლაბორატორია სრულ აკრედიტაციას მიაღწევს და შეძლებს ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში მონაწილეობას.