ელჩი დეგნანი საერთო-სამოქალაქო მოძრაობას „მრავალეროვანი საქართველო” (PMMG) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” (ISFE

Ambassador Degnan visits International Society for Fair Elections and Democracy. Photo: State Dept

დღევანდელი არჩევნებისთვის მოსამზადებლად ამერიკის შეერთებული შტატები 6 თვეზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც ქართველი ხალხი ნდობას გამოუცხადებს. დღეს ელჩი დეგნანი ორი ასეთი ორგანიზაციის სათაო ოფისებს ეწვია. ესენია: საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო” (PMMG) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ელჩმა დეგნანმა, როგორც არჩევნების დამკვირვებელმა მარნეულში, მათ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა და მიმოიხილა, თუ რისი მოწმენი არიან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები საქართველოს სხვა რეგიონებში. ესენი არიან უაღრესად პატივსაცემი, პროფესიონალი ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნებს, დოკუმენტურად აღრიცხავენ დარღვევებსა და ძალადობის შემთხვევებს, და უზრუნველყოფენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაშინების გარეშე ჩაატარონ კამპანია და მისცენ ხმა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად აღვრიცხოთ არჩევნების გარშემო განვითარებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების ნდობა შეძლონ”, – თქვა ელჩმა დეგნანმა.