Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
მარტი 23, 2023

ელჩი დეგნანის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში

ამ კვირაში ელჩი დეგნანი საქართველოს ულამაზეს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში დაბრუნდა. ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ელჩის შეხვედრით გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან, სადაც განიხილეს მიმდინარე პარტნიორობა და თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები.

ელჩმა დეგნანმა, ასევე, ოფიციალურად გახსნა ჩვენი ახალი ამერიკული სივრცე, ახალქალაქის ამერიკული თარო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოემსახურება. ეს თარო ადგილობრივი ადვოკატირების შედეგია, როდესაც ელჩი დეგნანის ბოლო ვიზიტისას პედაგოგებმა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ითხოვეს.