Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი წყალთბილის საჯარო სკოლას ეწვია
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 25, 2022

წყალთბილის საჯარო სკოლა ერთ-ერთია სამცხე-ჯავახეთის თხუთმეტ სკოლას შორის, რომელშიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით განსაკუთრებული პროექტი ხორციელდება. პოლიციის ოფიცრები, მასწავლებლები, მშობლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის ერთიანდებიან და ესაუბრებიან მათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ბავშვთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, კიბერდანაშაული, ადამიანებით ვაჭრობა და ჩაგვრა. დღეს სკოლას ელჩი დეგნანი ესტუმრა და დაინტერესდა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის პროგრამის გავლენით მოსწავლეებზე.