ელჩ კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან სამართალდამცავი ქალების კონფერენციის ღონისძიებაზე

ელჩი კელი დეგნანი: მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები “ქალები პოლიციაში” ერთკვირიანი კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე. ეს კონფერენცია აერთიანებს ამერიკელ და ქართველ სამართალდამცავ პროფესიონალებს, რათა გამონახონ გზები ქალების წამყვანი როლის გასაძლიერებლად სამართალდამცავ სფეროში. საქართველოში ქალი პოლიციელები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. ისინი აღჭურვილნი არიან განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით, და იყენებენ მათ სამართალდაცვითი საქმიანობისას, ისე როგორც ვერავინ სხვა. განსაკუთრებით საგამოძიებო პროცესში , რომელიც ძალიან მგრძნობიარე ასპექტებს მოიცავს. ქალ პოლიციელებს აქვთ გარკვეული უნარ-ჩვევები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, და ამავდროულად ნდობისა და სანდო გარემოს შესაქმნელად დანაშაულზე რეაგირებ