Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე
ავტორი
8 წუთიანი საკითხავი
ივნისი 21, 2023

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე

შეკითხვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ.

ელჩი დეგნანი: რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამ  გადაწყვეტილებით. შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე გამოხატა  შეშფოთება ამ საქმეზე, დაპატიმრების დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, გამოტანილი სასჯელის შესახებ. როგორც არაერთხელ ვთქვით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი, ძირს უთხრის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის მიმართ, რაც ასე აუცილებელია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდით, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ საქმესთან დაკავშირებულ პრობლემებს და უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვართ.

შეკითხვა  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 რეკომედაციის შესრულების შესახებ და ევროკომისიის ანგარიშის შეფასება, რომელიც ამ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს.

ელჩი დეგნანი: რა თქმა უნდა, მე ვერ ვიმსჯელებ ევროკომისიის ანგარიშზე  პროგრესის შეფასებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან გულდასმით შეაფასებენ გაწეულ სამუშაოს, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყოეს პროცესიდა აგრეთვე როგორი პროგრესი იქნა მიღწეული ამ ძალიან კონკრეტულ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის  მოსაზრებებიროგორც საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე, ასევე დეოლიგარქიზაციის კანონზე ძალიან მკაფიო და კონკრეტული მითითებაა თუ რა არის საჭირო მოლოდინების გასამართლებლად და ეს  არის ნიშანი ევროკავშირის ერთგულებისა საქართველოს წარმატების მიმართ ამ პროცესში. აქ არის ძალიან მკაფიო მითითებები საჭირო ნაბიჯების შესახებ. და, თუ პარლამენტი ამ ნაბიჯებს გადადგამს, ეს კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს იმ მიზანს, რაც  ყველას გვინდა, დეკემბერში პოზიტიური პასუხის მიღება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

შეკითხვა  ანტიდასავლური რიტორიკისა და ბრალდებების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ  თითქოს აშშ მხარს უჭერდა საპროტესტო აქციებს

ელჩი დეგნანი: გეტყვით, რომ საქართველო პოლარიზებული იყო, როდესაც აქ ჩამოვედი სამწელიწადნახევრის წინ. იყო გარკვეული  მცდელობები საქართველოს გაერთიანებისკენ. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვიაზრებთ იმას, რომ რაც უფრო მეტად არის საქართველო დაყოფილი, აქედან სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებსზუსტად რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაციარაც აბნევს და ყოფს საზოფადოებას ამ ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში. ეს ძალიან საშიშია, ქართველებმა იციან ამ ტაქტიკის შესახებ, თქვენ მრავალი ათწლეულის განმავლობაში თავად გამოსცადეთ, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი საზოგადოების გახლეჩვას, დაბნევასა და შეშინებას. იმედს დავიტოვებ, რომ კვლავ იქნება ძალისხმევა გაერთიანებისკენ, არა მხოლოდ ამ უდიდესი  შესაძლებლობისთვის, რაც გულისხმობს ევროინტეგრაციასთან დაახლოებას, და ქართველი ხალხის უმრავლესობის მკაფიო არჩევანს, არამედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გათვალისწინებითაც. ახლა არის დრო, როდესაც ქართველი ხალხი უნდა გაერთიანდესდა უერთგულოს დევიზ – ძალა ერთობაშიაარ არის რთული ერთმანეთის მოსმენა და იმის აღიარება, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. შეერთებული  შტატები 30 წელიუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიის აღმშენებლობის  ძალისხმევას, რაც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს თავისუფალი, ძლიერი, პასუხისმგებელანი მედიის  განვითარების მხარდაჭერას. აქ ყველას  თავისი როლი აქვს: პოლიტიკოსებს, მედიას, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დადგეს და პოლიტიკურმა ბრძოლამ გვერდზე გადაინაცვლოს. პოლიტიკოსები იტყვიან იმას, რაც უნდა თქვან, ყველამ ვიცით, რომ  პოლიტიკური თამაშები ხშირია კამერების წინ. მაგრამ, მართლაც, დროა, რომ საქართველოს ინტერესები დადგეს პირველ ადგილზე. შეერთებულ შტატებს ყველაფერზე მეტად სურს, რომ იხილოს  წარმატებული საქართველო, იხილოს თქვენი ძალისხმევის წარმატება გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამ ყველაფრის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კი გაერთიანება და ერთობლივი მუშაობაა საქართველოს მომავლისთვის – ძალა ერთობაშია.