ელჩი დეგნანის სიტყვა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე

San Diego State University Commencement. Photo: San Diego State University
ვულოცავთ საქართველოში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2020 და 2021 წლის კურსდამთავრებულებს აშშ-სა და საქართველოს ორმაგი აკრედიტაციის მქონე დიპლომების მიღებას. კურსდამთავრებულები გააგრძელებენ მუშაობას STEM-ის უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერია, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერია, ქიმია და კომპიუტერული მეცნიერება. უნარებზე დაფუძნებულ დღევანდელ ეკონომიკაში მსგავსი კურსდამთავრებულები სასიცოცხლო როლს შეასრულებენ საქართველოს ეკონომიკის შენებაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და უფრო წარმატებული და დინამიური სახელმწიფოს ხელშეწყობაში.
საქართველოში STEM განათლების ხელშესაწყობად აშშ-ის მთავრობა სან-დიეგოს უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორობით ამაყობს. სან-დიეგოს უნივერსიტეტმა საქართველოში ხელი შეუწყო ქვეყანაში უმაღლესი STEM განათლების სახეცვლას და პარტნიორ უნივერსიტეტებს ინფრასტრუქტურისა და კურიკულუმის განახლებაში დაეხმარა.
შეერთებული შტატები, ათასწლეულის ფონდი და სან-დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში STEM განათლების გაძლიერების ერთგული რჩება. მოუთმენლად ველით კიდევ მრავალი წარმატებული თანამშრომლობის წელს ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს უფრო წარმატებული, ინკლუზიური და უფრო დემოკრატიული ქვეყანა, სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში.