ელჩის გამოსვლა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებაზე
დაჭრილ ჯარისკაცებზე საზრუნავად ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით. ბევრი მათგანი ამაყად იდგა შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ერაყსა და ავღანეთში. დიდი პატივია საქართველოს მხარდაჭერა ამ კეთილშობილ საქმეში და მრავალთა სულგრძელობისა და მხარდაჭერის წყალობით მოუთმენლად ველით ამ შესანიშნავი პროექტის განვითარებას.
მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დემონსტრირებაა საქართველოს ერთგულებისა ვალდებულებისადმი, რომ ეს ვეტერანები არ უნდა იქნენ მივიწყებული და რომ ეს მძიმე ტვირთი მხოლოდ მათი სატარებელი არ არის. ეს დინამიური წამოწყებები ქართველ ხალხსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს უჩვენებს, რომ მათი მსახურება, ვინც ქვეყანას ემსახურა ერთობლივი პასუხისმგებლობაა.