Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის განცხადება მედიასთან DFC Adjara Group-ის ხელმოწერის ღონისძიებაზე
ავტორი
15 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 1, 2022

ელჩი დეგნანის განცხადება მედიასთან DFC Adjara Group-ის ხელმოწერის ღონისძიებაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი დეგნანი: დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ ერთ მიღწევას, რომლითაც „ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საფინანსო კორპორაცია“ 8.6 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით ეხმარება Adjara Abastumani Rooms-ის ახალი სასტუმროს მშენებლობას.  ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი სამცხეჯავახეთის რეგიონში. ჩვენ მოველით, რომ ეს პროექტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა სასტუმროს მშენებლობას მოიცავს, გამოიმუშავებს რეგიონისათვის თითქმის 300 ახალ სამუშაო ადგილს, მოიზიდავს დაახლოებით $3.5 მილიონ დამატებით ინვესტიციას და მიაღწევს დაახლოებით $2.5 მილიონ წლიურ გაყიდვებსა და შემოსავალს. ეს არის დიდი სტიმული სამცხე ჯავახეთის რეგიონისთვის. მე სწორედ გასულ კვირას მოვინახულე სამცხეჯავახეთი. ეს საქართველოს ულამაზესი მხარეა და სავსეა მრავალი ნამდვილი მეწარმით, რომლებსაც ექნებათ შანსი იხილონ თავიანთი ბიზნესის ზრდა და რეგიონში მეტი კარგი სამუშაო ადგილი მსგავსი პროექტების შედეგად. შეერთებული შტატები 30 წელია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებისათვის ახორციელებს ინვესტიციებს განვითარების საფინანსო კორპორაციისა“ და სხვათა მეშვეობით. DFC-მ 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ქართულ პროექტებში, მაგრამ მათი უმრავლესობა თბილისშია განთავსებული. Abastumani Rooms-ის ეს სასტუმრო ერთ-ერთი პირველი იქნება რეგიონში და ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ამით. ამ პროექტში აღსანიშნავია USAID-ის წვლილიც, რაც მას არაჩვეულებრივ მაგალითად აქცევს არა მარტო ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის, არამედ DFC-ის, USAID-ის და ამერიკის საელჩოს საერთო ძალისხმევისა განავითაროს საქართველოს ეკონომიკა. მოუთმენლად ველი ამ ახალ სასტუმროში მონახულებას 2024 წელს, როდესაც ის გაიხსნება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის.

შეკითხვა სასამართლო სასწავლო ტურების შესახებ

ელჩი დეგნანი: მე მქონდა პრივილეგია შევხვედროდი უამრავ ქართველ მოსამართლეს, ყველა სამართლებრივ დონეზე, საქართველოში ყოფნის ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის რეგიონებში. ყველა მათგანისგან მსმენია ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ მიერ გავლილი გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ვიზიტებისა და ტრენინგების შესახებ. ჩვენ ჩამოგვყავს ამერიკელ მოსამართლეებიც, რათა ამ მოსამართლეებმა გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული ცოდნა. რაც მე მსმენია ყველა მათგანისგან არის ის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან მეტი სასწავლო ვიზიტით, მეტი ტრენინგით, მეტი ასეთი სახის გაცვლითი პროგრამით, რადგან მათთვის ძალიან ღირებულია, როდესაც მოსამართლეები იკრიბებიან და აზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას მათ სასამართლო დარბაზებში. ჩვენი შთაბეჭდილება ისეთია, რომ ამ ტრენინგებმა და გაცვლითმა პროგრამებმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სასამართლო სისტემის მოდერნიზებაში. ეს არის ის, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს მრავალი წლის განმავლობაში. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სასამართლო სისტემის მუშაობის ეფექტურობის კუთხით. რაც ახლა საჭიროა, არის ამ სამუშაოს გაგრძელება. ეს ნათლად ჩანს იმ 12 პრიორიტეტიდან, რომელიც ევროკავშირმა ჩამოაყალიბა. ეს არის იგივე სამუშაო, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, და შეერთებული შტატები ძალიან ამაყობს, რომ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსამართლეებს მათ ძალისხმევაში გააუმჯობესონ მუშაობა, ეფექტურობა და კანონის საფუძველზე, მათ წინაშე არსებული მტკიცებულებების საშუალებით ადმინისტრირების უნარი, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.