Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან GFSIS-ის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიებაზე
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 12, 2022

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩი დეგნანი: დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ფონდის” (GFSIS),  ეროვნულ უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის სასწავლო სემინარის  მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მივულოცოთ. აშშ მოხარულია, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ გამოცდილ კადრებს მთავრობიდან, მედიიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან გაიუმჯობესონ ანალიტიკური, კვლევითი და ზოგადი უნარები, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას ისეთი სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რაც ქვეყანას უფრო უსაფრთხოს, აყვავებულსა და მოამზადებულს გახდის ევროპული მომავლისთვის.

კითხვა ქერჩის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანის შესახებ

ელჩი დეგნანი: არ მგონია ვინმეს ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ამ სატვირთო მანქანის შესახებ. მთელი ინციდენტის შესახებ ბევრი სპეკულაციაა, რომ რუსეთის სასტიკი თავდასხმები უკრაინელების წინააღმდეგ შეაყოვნა. ცხადია, ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც შეეხება იმას, რაც მოხდა ამ სატვირთო მანქანასთან დაკავშირებით, არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს ეს ინფორმაცია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს საბაჟოსთან, საემიგრაციო სამსახურთან, სანაპირო დაცვასთან და სასაზღვრო პატრულთან. ჩვენ ამ უწყებებთან უკვე ათწლეულების განმავლობაშია ვმუშაობთ, რათა განვავითაროთ მათი შესაძლებლობები და დავეხმაროთ მათ საზღვრების დაცვაში რუსული აგრესიის შესაჩერებლად. ჩვენ ამას კვლავ გავაგრძელებთ.

კითხვა “ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებული ახალი წერილის შესახებ

ელჩი დეგნანი: ჩვენ ძალიან მკაფიო, თანმიმდევრული და გამჭვირვალე ვართ იმის შესახებ, თუ რატომ ზრუნავს შეერთებული შტატები საქართველოზე და ამ ქვეყანაში ჩვენი საქმიანობის შესახებ. 30 წლის განმავლობაში, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტია იყო ხელისუფლებაში ჩვენ ვეხმარებით საქართველოს იყოს უფრო უსაფრთხო, უფრო მომზადებული საზღვრების დასაცავად,  ჰქონდეს უფრო მრავალფეროვანი და განვითარებული ეკონომიკა, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, გააუმჯობესოს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, და რა თქმა უნდა,  ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები. 1918 წელს საქართველო უკვე ძალიან პროგრესული დემოკრატია იყო და თქვენ ახლაც ამ გზას ირჩევთ. შეერთებული შტატები არამხოლოდ იმიტომ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები რომ ეს არის ის, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, არამედ იმიტომაც, რომ ეს აუცილებელია საქართველოს დასაახლოვებლად ევროკავშირთან, რაც უნდა წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მთავარ საზრუნავს. პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გააკეთონ. საქართველომ ბევრი გააკეთა და ასევე ბევრს მიაღწია. შემდეგი ეტაპი ძალიან ახლოსაა, თუმცა ლიდერებმა აბსოლუტური კონცენტრირება უნდა მოახდინონ ამ საკითხზე ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამაზეა ორიენტირებული შეერთებული შტატები, დაეხმაროს საქართველოს: ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სურს საქართველოს მოსახლეობას.