Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის„დომუს
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივლისი 21, 2023

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის„დომუს

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის„დომუს საქართველოს“ ღონისძიებაზე

 

შეკითხვა ღონისძიების შესახებ 

ელჩი დეგნანი: მოხარული ვარ, რომ დღეს საღამოს ვესწრები Domus Georgia-ს სემინარს “მომავალი, რა არის შემდეგი?”, სადაც იმსჯელებენ ყველაფერზე  ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული  მდგრადი არქიტექტურის ჩათვლით. სემინარში მონაწილეობს სხვადასხვა სფეროს ექსპერტი, ასევე ელჩები ამ თემებზე სასაუბროდ. ეს არის ძალისხმევა და ერთ-ერთი მრავალი სემინართაგან, რაც გვეხმარება  მომავალზე კონცენტრიტებაში, რათა უფრო მომზადებულები შევხდეთ მას. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ.

შეკითხვა ლობისტური დოკუმენტების შესახებ

ელჩი დეგნანი: მე არ მინახავს ეს დოკუმენტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ  რუსული სტილის კანონი, რომელიც კენჭისყრაზე იყო გატანილი მარტში და  მიემართებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ინტერესებისთვის განსხვავდება შეერთებული შტატების აქტისგან, რომელიც  ეხება ლობისტურ და იურიდიულ ფირმებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან გარე წყაროების მიერ, რათა იმუშაონ მათ სასარგებლოდ. ასე რომ, საკმაოდ მკაფიო განსხვავებაა აშშ-ს კანონსა და იმას შორის, რასაც კენჭი უყარეს აქ, რუსული სტილის კანონს შორის.თუ გადავხედავთ რუსეთს, დავინახავთ, თუ როგორი გავლენა იქონია ასეთმა უცხოური აგენტის კანონმა. მან გამანადგურებელი გავლენა მოახდინა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა უმეტესობა ან დაიხურა ან წავიდა ქვეყნიდან. ასე რომ, კიდევ ერთხელ, აშშ-ს კანონი, რომელიც ორიენტირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხოელების მიერ უცხოელთა ინტერესებისთვის, სრულიად განსხვავებულია და უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, რაც ასევე სასარგებლოა აქ, საქართველოში. აქ უკვე არსებობს არსებითი გამჭვირვალობა დონორების, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებით. ისინი მუშაობენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად  საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ასე რომ, სრულიად განსხვავებული სიტუაციებია.

შეკითხვა 2024 წლის საქართველოს არჩევნების შესახებ

ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მიმაჩნია, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომ  ქართველი ხალხი მივიდეს არჩევნებზე და თავისი ხმა გააგონოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვან არჩევნებში. ვიმედოვნებ, რომ ამომრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და თავის ხმას დააფიქსირებენ მომავალი წლის ოქტომბერში. Გმადლობთ.