ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ (12 მარტი)

R-L Ambassador Degnan and Minister Matchavariani. Photo by Ministry of Finance of Georgia

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

ელჩი დეგნანი და ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოტო
ელჩი დეგნანი და ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოტო
კითხვა შეხვედრის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ უკვე გვაქვს ფართო თანამშრომლობა, განსაკუთრებით ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ინვესტიციების შემოწმების მექანიზმის განვითარებაზე, იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია იმ კომპანიებსა და ქვეყნებზე, რომლებთანაც აპირებს თანამშრომლობას. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობა ტექნიკური რჩევების გაზიარების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ტექნიკური ექსპერტი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ტექნიკური დახმარების ოფისიდან, ფინანსური ბაზრის განვითარების საკითხებზე სამუშაოდ აპრილში თბილისში ჩამოვა. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ მრავალი სხვა მიმართულება და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვძებნოთ ქართული და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობა ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად.