ელჩი კელი დეგნანის განცხადება მედიისთვის სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ

ელჩი კელი დეგნანი: ჩემთვის ეს იყო ძალიან ინფორმატიული შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველთან საუბარი და გაცნობა იმისა, თუ რა საკითხებზე მუშაობს იგი. ძლიერი დემოკრატიის არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც იცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებებს და მუშაობს დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მტკიცედ შენარჩუნებაზე. ძალიან შევწუხდი, როდესაც სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შესახებ მოვისმინე. ამგვარი სიძულვილის ენა ტოქსიკურია, განსაკუთრებით იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც ასე მნიშვნელოვნად ემსახურება საზოგადოებას და ცდილობს დაეხმაროს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს საკუთარი უფლებების დაცვაში. სახალხო დამცველის აპარატი ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულების მიმართულებითაც. ამ მიმართულებით საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს: მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა, ნაკლები სიძულვილის ენა და მანკიერი თავდასხმები სხვების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, ეს იყო ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო შეხვედრა.