ელჩი დეგნანის ვიზიტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კახეთის თავშესაფარში

 

ელჩი დეგნანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კახეთის თავშესაფარს ესტუმრა. ეს მცირე ზომის, საოჯახო ტიპის დაწესებულებაა, რომელიც სრულად გარემონტდა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, კერძოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა გლობალური საკითხების ოფისისა და საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მიერ. 2016 წელს თავშესაფრის გახსნამდე მსგავსი ინსტიტუტი კახეთში არ არსებობდა.

ელჩი დეგნანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიასთან ერთად შეხვდა თავშესაფრის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს, გადასცა მათ წიგნები და ესაუბრა საცხოვრებელ პირობებზე, საჭიროებებსა და გამოწვევებზე.