Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანი თელავის ამერიკულ კუთხეს ეწვია
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 1, 2023

ელჩი კელი დეგნანი თელავის ამერიკულ კუთხეს ეწვია

პირველი ამერიკული კუთხე საქართველოში 20 წლის წინ, თელავში გაიხსნა. მას შემდეგ უკვე შეუძლებელია დავითვალოთ რამდენი ღონისძიება გაიმართა აქ და რამდენ ახალგაზრდას მიეცა ახალი შესაძლებლობები. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მომავლისადმი ურყევია და ეს სივრცეები ამ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ და საქართველოს მასშტაბით კიდევ 14 მსგავს სივრცეში ადამიანები თითქმის ყოველდღე იუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნას, იღებენ ინფორმაციას განვითარების შესაძლებლობებზე, ერთვებიან შემეცნებით პროგრამებში, მოიხმარენ თანამედროვე ტექნოლოგიას და აქვთ წვდომა ათასობით წიგნსა და ვიდეო-აუდიო მასალაზე.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: American Corner Telavi