აშშ-ის ელჩი იან კელი სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებულ ღონისძიების გახსნაზე

Ambassador Ian Kelly and Minister of Labor, Health and Social Affairs, Mr. Davit Sergeenko at the BMJ Launch.
ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელში იან კელი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის (BMJ) ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებულ ღონისძიების გახსნის ცერემონიალზე.

აშშ-ის ელჩი იან კელი სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებულ ღონისძიების გახსნაზე (10 აგვისტო)

10 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელიმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ბატონ დავით სერგეენკოსთან ერთად  გახსნა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის ახალ საგანმანათლებლო ინიციატივასთან დაკავშირებული ღონისძიება საქართველოში. ეს საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო, აწვდის უახლეს ინფორმაციას და აძლევს ელექტრონული სწავლების შესაძლებლობას საქართველოს კლინიკური მედიცინის სპეციალისტებს. მათ შორის არის ინფორმაცია ონლაინ სწავლების ვებ-გვერდებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარებისათვის. ეს ინიციატივა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის კიდევ ერთ მაგალითს განავითაროს ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თავიანთ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა დამატებითი ინფორმაცია ამ პროგრამასთან დაკავშირებით:http://www.ncdc.ge/Home/Article/6648.