Flag

An official website of the United States government

ელჩი დანიგანი აფასებს ჯორჯ მარშალის ცენტრის ჩართულობას შავი ზღვის რეგიონში
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 16, 2023

ელჩი დანიგანი აფასებს ჯორჯ მარშალის ცენტრის ჩართულობას შავი ზღვის რეგიონში

16 ნოემბერს ელჩი დანიგანი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შავი ზღვის უსაფრთხოების კურსდამთავრებულთა  ყოველწლიურ ფორუმს დაესწრო. ღონისძიებაზე მარშალის ცენტრის საპატიო მონაწილეები იმ სირთულეებისა და გამოწვევების განსახილველად შეიკრიბნენ, რომლებსაც საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აწყდებიან ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ეს ცენტრი გენერალი ჯონი შალიკაშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა, რომელიც რეგიონული ჩართულობისა და განათლების გზით ცივის ომის შემდგომი ევროპის გაძლიერებას ისახავს მიზნად. იმ მრავალმხრივ გამოცდილებებზე დაყრდნობით, რომლებიც მან პოლონეთში, გერმანიაში, საქართველოსა და ამერიკის შუა დასავლეთში დააგროვა, გენერალმა შალიკაშვილმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პოსტსაბჭოთა მსოფლიოს აღდგენაში. ელჩი დანიგანი მიესალმა იმ ხანგრძლივ გავლენას, რომელიც შალიკაშვილმა ამ საქმეზე იქონია და ცენტრის მუდმივ მხარდაჭერას პარტნიორების გაძლიერების საქმეში.