Flag

An official website of the United States government

ელჩი დანიგანი დაესწრო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 30, 2023

ელჩი დანიგანი დაესწრო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღ

ელჩი დანიგანი დაესწრო საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას

 

ელჩმა დანიგანმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მხადაჭერით, ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში გადაცემულ ხანძარსაწინააღმდეგო, საკომუნიკაციო და წყლის სამაშველო აღჭურვილობის დონაციის ცერემონიაზე. დონაცია მოიცავდა ოპერატიული მართვის ცენტრის აღჭურვას, სხვადასხვა სახის რელიეფის მანქანებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, კომპიუტერებს, წყალგაუმტარ კოსტუმებს, სამაშველო ჟილეტებს. აღნიშნული  დონაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით კატასტროფების თავიდან აცილებას, სამაშველო ოპერაციების წარმატებით ჩატარებასა და კრიზისების აღმოფხვრის შესაძლებლობების გაძლიერებას.