Flag

An official website of the United States government

ელჩის კომენტარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის FETP პროგრამის დასრულების ცერემონიალზე
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 1, 2023

ელჩის კომენტარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის FETP პროგრამის დასრულების ცერემონიალზე

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გლობალური ფონდი და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არიან ერთობლივი მუშაობისთვის გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და პანდემიებზე რეაგირების, მათი გამოვლენისა და თავიდან აცილებისთვის. დღეს აქ ვარ, რომ, მივულოცო 18 ქართველ სტუდენტს, რომლებმაც დაამთავრეს გლობალური ჯანდაცვის FETP პროგრამას. ეს არის უნიკალური პროგრამა და საქართველო არის ერთ-ერთი იმ ექვსი ქვეყნიდან, რომელიც გლობალურად შეირჩა ამ პროგრამის პიონერად.

აღნიშნული პროგრამა აერთიანებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, გარემოს, სოფლის მეურნეობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სამედიცინო სექტორებიდან დაავადებების პრევენციის მიზნით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს კურსდამთავრებულები ახლა კიდევ უფრო დეტალურ ტრენინგს გაივლიან და მენტორობას გაუწევენ კოლეგებს და ერთად იმუშავებენ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების გაძლიერებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვართ.მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ამ კურსდამთავრებულებს გაწეული შრომისთვის. Ძალიან დიდი მადლობა.