Flag

An official website of the United States government

ელჩი რობინ დანიგანის კომენტარი გენერალური პროკურატურის პრეს- სამსახურთან გენერალურ პროკურორთან და მის გუნდთან
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 30, 2023

ელჩი რობინ დანიგანის კომენტარი გენერალური პროკურატურის პრეს- სამსახურთან გენერალურ პროკურორთან და მის გუნდთან

ელჩი რობინ დანიგანის კომენტარი გენერალური პროკურატურის პრეს- სამსახურთან გენერალურ პროკურორთან და მის გუნდთან შეხვედრის შემდეგ

შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორ შოთაძესთან და მის არაჩვეულებრივ გუნდთან. გენერალური პროკურატურა მართლაც უდიდეს სამუშაოს ასრულებს და ვფიქრობ მნიშვნელოვანი განვითარება და გაუმჯობესება არსებობს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ასევე ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ მხარი დავუჭირეთ საქართველოს პროკურატურას კიბერდანაშაულის განყოფილების შექმნაში, ასევე მხარს ვუჭერთ დანაშაულის შედეგად დაზარალებულების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, დაცვაში. პროკურატურის გუნდის წევრებსა და შეერთებულ შტატებს შორის გავვლითი პროგრამებით ერთმანეთისგან ვისწავლეთ, ასე რომ ეს არ არის ცალმხრივი, ჩვენც ვსწავლობთ თქვენი პროფსიონალებისგან. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს პროკურატურის მხარდაჭერას ურთიერთთანამშრომლობით, როგორც დანაშაულთან ბრძოლაში, ასევე ადამიანის უფლებების და დაზარალებულთა დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს დასავლურ ინტეგრაციას. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა.