Flag

An official website of the United States government

ელჩი დანიგანის კომენტარი მედიასთან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 16, 2023

ელჩი დანიგანის კომენტარი მედიასთან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი: ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან.  მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე, ასევე, ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა გავაფართოვოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები. მოუთმენლად ველი ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის  უკეთ გაცნობას. გმადლობთ.