Flag

An official website of the United States government

ელჩი დანიგანის კომენტარი მედიასთან მესაქონლეობის გამოფენასთან დაკავშირებით
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 22, 2023

ელჩი დანიგანის კომენტარი მედიასთან მესაქონლეობის გამოფენასთან დაკავშირებით

მოხარული ვარ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვესწრები წლევანდელ გამოფენა, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი. შეერთებული შტატები ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში რძისა და ხორცის სექტორში, რათა ეს სექტორები უფრო მდგრადი, თანამედროვე და პროდუქტიული გახადოს. ამ ყოველივეს რეალიზებისთვის ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, წარმოების პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი ღონისძიებაა, მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვედი და ძალიან მოხარული ვარ.

ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ ქართველ ფერმერებთან, აგრობიზნესში ჩართულ პირებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და რაც მთავარია საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული სექტორის გაძლიერების მიზნით. მე მოუთმენლად ველი სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას და მასთან ერთად შრომისმოყვარე ქართველი ფერმერების და მათი  პროდუქციის გაცნობას.