Flag

An official website of the United States government

ელჩი დანიგანის კომენტარი მედიასთან თავდაცვის სამინისტროს შესახებ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 23, 2023

ელჩი დანიგანის კომენტარი მედიასთან თავდაცვის სამინისტროს შესახებ

კითხვა შეხვედრასთან დაკავშირებით

ელჩი დანიგანი: თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან მეტად ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. მე კიდევ ერთხელ  ხაზი გავუსვი აშშ-ის სრულ ვალდებულებას, რომელსაც ის იღებს ჩვენი ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ  იმ სხვადასხვა გზაზე, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თავდაცვისა და უსაფრთხოების მხრივ. აგრეთვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნე შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამ მხრივ აშშ უკვე დიდი ხანია საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერია და მე ვალდებულებას ვიღებ მინისტრთან, რომ კვლავ განვაგრძობთ მუშაობას ამ საკითხზე, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და კვლავაც განვაგრძობთ მის კიდევ უფრო გაღრმავებას.