ელჩი კელის კომენტარი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტისა და სტრასბურგის სასამართლოს შესახებ (8 მარტი)

ელჩი კელის კომენტარი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტისა და სტრასბურგის სასამართლოს შესახებ  (8 მარტი)

კითხვა მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის ინიციატივასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

ვფიქრობ, რომ საქართველო დამოკრატიული განვითარებით სამაგალითო ქვეყანაა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პრემიერ მინისტრსა და მის მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდა სურთ. აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი მედია. მე მხოლოდ მივესალმები იდეას, რომ არსებობედ პირი ვინც მედიის თავისუფლებას მოემსახურება. ძალიან ცოტა რამეა თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და მედიას ამ თავისუფლების დაცვაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.

კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით სტრასბურგში, რომელიც ოპოზიციურმა პარტიამ სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლად შეაფასა

ელჩი კელი:

ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლო ძალიან ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ვერ ვხედავ ამ ინსტიტუტისადმი ვერანაირ საფრთხეს. მთავარია, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივ ინსტიტუტს მივცეთ შესაძლებლობა ეს [რუსთავი 2-ის] საკითხი ყოველმხრივ შეისწავლოს, ეს არის ნებირმიერი დემოკრატიული საზოგადოების სასამართლო სისტემის საფუძველი. ვერც დავუშვებ რომ სასამართლო წნეხის ქვეშაა.