ელჩი კელი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის ანგარიშის: „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“ პრეზენტაციას ეწვია

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან  ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის  Heritage Foundation-ის ანგარიშის:  „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“ პრეზენტაციაზე (8 თებერვალი)


შეკითხვა ანგარიშის შესახებ,სადაც რეკომენდაციის სახით საუბარია მე-5 მუხლის დროებით შეჩერებაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში: 

ელჩი კელი: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არავინ უნდა შეიტანოს ეჭვი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ვფიქრობ, ბატონ კოფის უნდა ჰკითხოთ, თუ რა იგულისხმა. საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, ის თუ როგორ სურს მას ნატოში შესვლა. ჩვენ მხარს დავუჭერთ, და ყოველთვის ვუჭერდით მხარს; თუმცა, ეს მისი  სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუ როგორ გააკეთებს ამას. მოდით წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ეს არა არის ის გადაწყვეტილება, რაც  ახლა უნდა მივიღოთ.

შეკითხვა ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე: პროპაგანდა, სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე…

ელჩი კელი: ეს კითხვა, ალბათ, რუსებს უნდა დაუსვათ. ჩემი მოსაზრებაა, რომ ნატო არავითარ საფრთხეს არ წარმოადგეს რუსეთისათვის და არც ერთი ევროპის ქვეყნისათვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი გადაწყვეტილებები, იმაზე თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. ნატოს ღია კარის პოლიტიკა აქვს; იგი ღიაა ომ ქვეყნებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნატოს მოთხოვნებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისათვი,ს რომ გახდეს ნატოს წევრი. ასე რომ, უმჯობესია, გადაყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით მივიღოთ.