ელჩი კელი ამერიკის სავაჭრო პალატას სიტყვით მიმართავს (20 იანვარი)

amchamambkelly

20 იანვარს ელჩმა იან კელიმ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სიტყვით მიმართა. სავაჭრო პალატის მრგვალი მაგიდის წინაშე გამოსვლისას ელჩმა კელიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მთავრობა მოწადინებულია, გააღრმაოს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და განამტკიცოს ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატი საქართველოში.